Header Ads

პაბლო ესკობარს პერუს ნაკრების მწვრთნელის - გარეკას მოკვლა უნდოდა

პაბლო ესკობარს პერუს ნაკრების მწვრთნელის - გარეკას მოკვლა უნდოდა

ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი – პაბლო ესკობარი, რიკარდო გარეკას მოკვლას გეგმავდა. ახლა, ეს სპეციალისტი პერუს ნაკრებს ავარჯიშებს, მაშინ კი მოქმედი ფეხბურთელი იყო.


როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror წერს, მკვლელობა იმ პერიოდში იგეგმებოდა, როცა არგენტინელი კოლუმბიურ კლუბ „ამერიკა დე კალიში“ თამაშობდა (1985-88). ამის შესახებ ყოფილი ქილერი – ჯონ ხაირო ველასკესი ჰყვება, რომელიც ხალხს ესკობარის ბრძანებით კლავდა.


ის ამბობს, რომ ესკობარს „ამერიკას“ ფეხბურთელების დახოცვა უნდოდა, მათ შორის იყო გარეკაც.


„დიახ, გარეკა ყოველთვის იყო ესკობარის სამიზნე – თქვა ქილერმა – მაგრამ ის და „ამერიკას“ სხვა მოთამაშეები, პაბლოს ფეხბურთისადმი სიყვარულმა გადაარჩინა. ის ფიქრობდა ბომბი ფეხბურთელების ავტომობილისთვის ჩაედო, რადგან კალის ნარკოკარტელმა ასეთივე ხერხით მისი ოჯახი ააფეთქა.“


პაბლო ესკობარი 1993 წელს მოკლეს. გარეკა „ამერიკადან“ წასვლის შემდეგ, სამშობლოში -„ველეს სარსფილდისა“ და „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავდა. 60 წლის არგენტინელი მწვრთნელი, პერუს ნაკრებს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.