Header Ads

ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა საჯაროდ ბოდიში მომიხადა

ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი ფრანკფურტში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერმა მას ბოდიში მოუხადა და სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი უწოდა.

„სერიიდან -- ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან 'შნურით' მიბმული“, - წერს ბერძენიშვილი.  

 

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.

სააკაშვილის ბოდაშამდე, ბერძენიშვილს პოლიტიკური თანამშრომლობა ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტმა ლიდერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შესთავაზა. მან ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად მოიხსენია.

თავად მიხეილ სააკაშვილმა დღეს დღისით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფრანკფურტის წიგნის გამოფენის ქართულ პავილიონში სალომე ბენიძის და დინა ოგანოვას წიგნის პრეზენტაციას დაესწრებოდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი 9 ოქტომბერს გაიხსნა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.