Header Ads

ამერიკამ და ისრაელმა რუსეთი ტყუილზე გამოიჭირეს

ისრაელი

სირიაში რუსეთის მიერ გადაგზავნილ სარაკეტო-საზენიტო კომპლექებს ეს-300-ს ირანელი სპეციალისტები გააკონტროლებენ. ამის შესახებ ისრაელის ინტერნეტ-გამოცემა DEBKAfile ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთს თავიდანვე ჰქონდა გამიზნული, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემები, რომელსაც სირიას მიაწვდიდა, ირანელების ხელში უნდა მოხვედრილიყო. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რუსეთმა ირანს ანალოგიური სისტემები ჯერ კიდევ 2016 წელს გადასცა.

როგორც ისრაელის გამოცემა ვარაუდობს, რუსეთს არ სურდა, ისრაელის ან ამერიკული ავიაციის თავდასხმის შემთხვევაში საფრთხეში ჩაეგდო საკუთარი სამხედროების სიცოცხლე და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქმეში ირანელების ჩართვა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი რუსეთის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ გადაწყეტილებას როგორც დადებითი, ასევე საკმაოდ უარყოფითი მხარეც აქვს.

ერთ მხრივ, სირიის ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვით სისტემებზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკელი და ისრაელის ჯარისკაცები ნაკლებად იღელვებენ იმაზე, რომ რუს სპეციალისტებს ზიანს მიაყენებს.

მაგრამ აქ მეორე მხარეცაა ირანელების მიერ კონტროლირებადი სირიის სარაკეტო-საზენიტო სისტემა ს-300 მნიშვნელოვნად აძლიერებს რეგიონში ირანის პოზიციებს, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მნიშვნელოვანი რეგიონული მოწინააღმდეგეა.

ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ დაასრულა სირიაში სარაკეტო-საზენიტო სისტემების გადასროლა. საბოლოოდ, რუსეთიდან სირიაში ს-300 ტიპის სამი დივიზიონი გადაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ დივიზიონში რვა გამშვები დანადგარია.

რეზონანსი

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.