Header Ads

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მეხუთე დღეს ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის იხსნება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მეხუთე დღეს კარი ნებისმიერი მსურველისთვის პირველად იღება. ამ დღეს მკითხველი ბაზრობაზე არა მხოლოდ წიგნის შესაძენად და ავტორებთან შესახვედრად მოდის, არამედ კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობს.

სხვადასხვა ფილმისა და ლიტერატურული ნაწარმოების გმირებად გარდასახვისთვის მონაწილეები დიდი მონდომებით ემზადებიან. ტრადიციას საფუძველი იაპონიაში ჩაეყარა და შემდეგ ევროპაში გავრცელდა. მსგავსი კოსტიუმირებული მსვლელობები სხვა გერმანული ქალაქების წიგნის ბაზრობებზეც ეწყობა.

12 ოქტომბერს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

11 ოქტომბერს, ასევე, საერთაშორისო „პენმარათონი 2018“ -ის გამარჯვებული გამოავლინეს.

საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 9 ოქტომბერს გაიხსნა.

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.