Header Ads

ინგუშეთში აქცია ორი დღით გაახანგრძლივეს

ინგუშეთის ხელისუფლება მეგასში მიტინგის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო. ინგუშებს მიტინგის ჩატარების უფლება 16-17 ოქტომბერს მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ინგუშეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ 18 ოქტომბერს მეგასში დაგეგმილია „კულტურული ღონისძიებები“, თუმცა რაზეა ლაპარაკი მედიისთვის უცნობია. 

6 ოქტომბერს, ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატმა სეტ სალიმ ახილგოვმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატები განმეორებით მისცემენ ხმას ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმებას.

მრავალათასიანი პროტესტი მეგასში 4 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგუშეთის პარლამენტმა ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვარი დააკანონა, ხოლო რესპუბლიკის ლიდერმა იუნუს ბეგ ევკუროვმა კანონს ხელი მოაწერა. ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის შეთანხმება ტერიტორიებს გაცვლას გულისხმობს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.