Header Ads

ბათუმში „ევროპის დღეები“ იმართება

„ევროპის დღეები“

ბათუმი „ევროპის დღეებს“ მასპინძლობს.  ანბანის კოშკთან მთელი დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი აქტივობები „ევროსოფელის“ ფარგლებში იმართება. 

პავილიონებში ის პროექტებია წარმოდგენილი, რომლებიც აჭარაში ევროკავშორის მხარდაჭერით ხორციელდება. ევროსოფელში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური საზღვრის კვეთაც მოეწყო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოში  ევროკავშირის ელჩი დაესწრო. 

„ეს პირველი რეგიონია, რომელსაც ვესტუმრე. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ჩვენთვის, ევროპელებისთვის საზეიმოა ეს დღე, რადგან შევქმენით ევროკავშირი. მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპის დღის აღნიშვნა. როგორც თქვენ ფრანკფურტში საქართველოს ნაწილი, ასევე ჩვენ ევროპის ნაწილი ჩამოვიტანეთ დღეს ბათუმში“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

„ევროპის დღეები გალა-კონცერტით დასრულდება, კონცერტში ნათია თოდუა და ჯგუფი „ვაკის პარკი“ მიიღებენ მონაწილეობას.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.