Header Ads

სარაგბო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იტალიის „კალვიზანოსთან“ დამარცხდა

რაგბი

საქართველო ჩემპიონმა თბილისის ლოკომოტივმა „კონტინენტის ფარის“ ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში იტალიის კლუბ 'კალვიზანოს' ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლა და 6:17 დამარცხდა.

შეხვედრა მეტოქის სასარგებლოდ წარიმართა. პირველი ტაიმი იტალიელებმა 11:6 მოიგეს. კონტინენტის ფარი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მესამე დონის ტურნირია.

ტურნირის გამარჯვებული 2019/2020 წლების სეზონის 'ჩელენჯ ქაფის' საგზურს მოიპოვებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეორე მეტოქეც იტალიური კლუბი 'ფაიმე ოროსია'.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი იტალიაში 8 დეკემბერს გამართავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.