Header Ads

გიორგი ლილუაშვილი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებში თვისობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებებს შევიტან

გიორგი ლილუაშვილი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებში თვისობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებებს შევიტან

თუ პრეზიდენტად ამირჩიეს და მთავარსარდალი გავხდი, დღეს არსებულ შეიარაღებულ ძალებში თვისობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებებს შევიტან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.


„თავდაცვის სამინისტროს პოლიციური ფუნქციები არ უნდა ევალებოდეს და მისი ქვედანაყოფები მოქალაქეების დარბევაში არ უნდა მონაწილეობდნენ, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამის გამო, ფაქტობრივად, ჯარში წასვლა სასირცხვილოც კი გახდა. გაწვევის შემდეგ, ჩვენი წვევამდელები შსს-ს ქვედანაყოფებში საყარაულო სამსახურებში მიდიან, რაც დაუშვებელია და ეს უნდა შეიცვალოს. ასევე სრულად უნდა შეიცვალოს არსებული შეიარაღება და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა განახლდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.


დებატში მონაწილე კანდიდატის, ბესარიონ თედიაშვილის შეკითხვაზე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აპირებს თუ არა მთავრობასთან თანამშრომლობას, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, არსებულ მთავრობას დაითხოვს და მას დარგის სპეციალისტებით ჩაანაცვლებს. 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.