Header Ads

ჰარვი ვაინშტეინს სექსუალურ ძალადობაზე ბრალდების ნაწილი მოეხსნა

ჰარვი ვაინშტეინი

ნიუ-იორკის სასამართლომ ჰოლივუდელ პროდუსერს, ჰარვი ვაინშტეინს სექსუალურ ძალადობაზე ბრალდების ნაწილი მოუხსნა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, სასამართლომ არ გაიზიარა ლუსი ევანსის ბარლდება, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2004 წელს საქმიანი შეხვედრისას ვაინშტეინმა მას ორალური სექსი აიძულა. 

ძალაში რჩება ორი ქალის საჩივარი 2013 წელს გაუპატიურებისა და 2006 წელს იძულებითი ორალური სექსის შესახებ.

პროდუსერის ადვოკატი აცხადებს, რომ ის მათ გაბათილებასაც მიაღწევს.

2017 წლის შემოდგომიდან 87-მა ქალმა, რომელთა შორის ცნობილი მსახიობები და მოდელებიც არიან, ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე განაცხადა. მათგან სამ შემთხვევაზე პროდუსერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სამოქალაქო სარჩელიც არის შესული.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.