Header Ads

ინდონეზიაში ბავშვებს სოციალური ქსელით ყიდდნენ

ინსტაგრამი

ინდონეზიაში დააკავეს 4 ადამიანი, რომლებიც ბავშვებს სოციალური ქსელით ყიდულობდნენ და ყიდდნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

მათ ინსტაგრამის გვერდზე საკონტაქტო ნომერიც ჰქონდათ მითითებული, რომ პოტენციურ „პარტნიორს“ WhatsApp-ით დაკავშირება შეძლებოდა. 

ინსტაგრამის გვერდს 700-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. ბავშვებით მოვაჭრეები ამ გვერდზე მცირეწლოვნების ფოტოებს აქვეყნებდნენ და მათ სახეებს ფარავდნენ. 

პოლიციის ინფორმაციით, მათ დამნაშავეებს ერთი ბავშვის გაყიდვაში ხელი შეუშალეს, თუმცა ჯერ არ უპოვიათ კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომლის გაყიდვაც მათ მოასწრეს. 

დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ელით.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.