Header Ads

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია

პრემია საბა

ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, პრემია საბას ჯილდო ზურა ჯიშკარიანს გადაეცა,- „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ამ ნომინაციაში ზურა ჯიშკარიანთან ერთად გაბრიელ ტანიეს 'ქანაანის შვილები' იყო წარდგენილი. 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“).

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია დავით წერედიანს გადაეცა. იოჰან ვოლფგანგ გოეთეს 'ფაუსტი-ll' (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული - პრემია საბა ლევან მუსხელიშვილს გადაეცა. მას ჟიურიმ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. (გამომცემლობა „სეზანი“).

საუკეთესო პოეტური კრებულისთვის ლიტერატურული პრემია საბა ზურაბ რთველიაშვილს გადაეცა. „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა ინტელექტი).

ნომინაციაში ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - პრემია მიენიჭა ეკატერინე ტეტი და იულია დენგს.

ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის, ნინო ხარატიშვილი დაჯილდოვდა. ხოლო, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა რეზო გაბრიაძე.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ტილმან შპრეკელსენი.

საუკეთესო რომანისთვის „პატარა ქვეყანა“ ლაშა ბუღაძე დაჯილდოვდა.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრემიებიც.

2018 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და პროფესორი ზურაბ კიკნაძე.

„საბამ“ წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ფინალისტები 10 სექტემბერს დაასახელა.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს რიგით მეთექვსმეტე დაჯილდეობა იყო. 16 წლის განმავლობაში „საბა“ 140-ჯერ გაიცა 111 ავტორზე და 3400 წიგნი განიხილა.

ფრანკფურტის მერიის ისტორიულ საიმპერატორო დარბაზში ლიტერატურიული პრემია „საბას“ მე-16 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, პრემია საბას ჯილდო ზურა ჯიშკარიანს გადაეცა,- „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ამ ნომინაციაში ზურა ჯიშკარიანთან ერთად გაბრიელ ტანიეს "ქანაანის შვილები" იყო წარდგენილი. 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“).

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია დავით წერედიანს გადაეცა. იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული - პრემია საბა ლევან მუსხელიშვილს გადაეცა. მას ჟიურიმ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. (გამომცემლობა „სეზანი“).

საუკეთესო პოეტური კრებულისთვის ლიტერატურული პრემია საბა ზურაბ რთველიაშვილს გადაეცა. „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა ინტელექტი).

ნომინაციაში ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - პრემია მიენიჭა ეკატერინე ტეტი და იულია დენგს.

ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის, ნინო ხარატიშვილი დაჯილდოვდა. ხოლო, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა რეზო გაბრიაძე.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ტილმან შპრეკელსენი.

საუკეთესო რომანისთვის „პატარა ქვეყანა“ ლაშა ბუღაძე დაჯილდოვდა.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ ფულადი პრემიებიც.

2018 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მთარგმნელი ლელა დუმბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, მსახიობი ნინო კასრაძე და პროფესორი ზურაბ კიკნაძე.

„საბამ“ წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში ფინალისტები 10 სექტემბერს დაასახელა.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს რიგით მეთექვსმეტე დაჯილდეობა იყო. 16 წლის განმავლობაში „საბა“ 140-ჯერ გაიცა 111 ავტორზე და 3400 წიგნი განიხილა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.