Header Ads

სპეციალისტები უშვილობის გამომწვევ მიზეზებს განმარტავენ

უშვილობა

კაცისა და ქალის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამ თემაზე ექიმებმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრეს. ექიმებმა უშვილობის გამომწვევი ექვსი ძირითადი მიზეზები დაასახელეს.

ექიმების განცახდებით, უშვილობა წყვილის პრობლემაა. წყვილებიდან 40% უშვილობის მიზეზი ქალია. ასევე 40% - კაცი. 10% მიზეზი არის წყვილი. 10% გაურკვევილი მიზეზია.

ძირითადი მიზეზები, რაც ქალში უშვილობას იწვევს, არის:

ჰორმონალური დარღვევა, 

მილოვან პერიტონიალური ფაქტორი,

ენდომეტრიოზი,

საშვილოსნოს პათოლოგიებით გამოწვეული უშვილობა,

იმუნოლოგიური უშვილობა (ქალის სხეული გამოიმუშავებს ანტისხეულებს კაცის სპერმის წინააღმდეგ),

იდიოპათიური უშვილობა (წყვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ უშვილობა არსებობს).

გადაცემაში ექიმებმა ისაუბრებს პოლიკისტოზის შესახებ, რომელიც უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. 

მათი განმარტებით, პოლიკისტოზის სიპტომებია მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე. არარაგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბთმიანობა, საკვერცხეების ზომების მატება, ენდოკრინოლოგიური, ანუ მეტაბოლური დარღვევები, რასაც ჭარბწონიანობამდე მივყავართ.

მანანა მგალობლიშვილის განმარტებით, თუ ქალს აქვს პოლიკისტოზური დაავადება, ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არის უშვილო.

მისი თქმით, დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა სწორი მკურნალობის დაგეგმვა შესაძლებელია. მისივე განმარტებით, თოთოეული პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურია.

„დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირად ჭარბი წონა და არასწორი კვებაა. არის პაციენტები, რომლებთანაც მედიკამენტოზური მკურნალობაც საკმარისია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პარასკოპიული ჩარევაა საჭირო. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ყველა ქალი, ვინც ჭარბწონიანია პოლიკისტოზი აქვს. მთავარი პირობა ამ დაავადების სამკურნალოდ მაინც სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესია“, - განმარტავს სპეციალისტი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.