Header Ads

გიორგი ჩხიკვაძის ისტორიული ოქრო | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

გიორგი ჩხიკვაძის ისტორიული ოქრო | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.


ეს, ახალგაზრდული ოლიმპიადების ისტორიაში, პირველი ქართული ოქროს მედალი გახლავთ.


2010 წელს, სინგაპურში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, საქართველომ მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ირაკლი მოსიძე, ჭიდაობა).


2014 წელს, ჩინეთში, ქართული დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალი იყო. მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (ვერცხლი, ძიუდო), მეკი სიმონიამ (ვერცხლი, ჭიდაობა) და ივიკო ჯულახიძემ (ბრინჯაო, ჭიდაობა) მოიპოვეს.


ბუენოს აირესში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა უკვე გააუმჯობესა 2014 წლის შედეგი.


ტურნირის წინა დღეებში ბრინჯაოს მედალი, 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძეს (ძიუდო) და არჩილ მალაყმაძეს (ძალოსნობა) ერგოთ.








Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.