Header Ads

გარდაბანში სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ

გარდაბანი

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე გარდაბნის მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა აქცია გამართა.სოფელ კრწანისთან საბაღე მეურნეობაში დასახლებული პირები კომპენსაციებს ითხოვენ. ეს დასახლება რამდენიმე თვის წინ, წვიმის დროს დაიტბორა.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. შეფერხებული იყო ავტომობილების მოძრაობა. ადგილზე გარდაბნის მერი და გუბერნატორი მივიდნენ. მათი განცხადებით, კომპენსაცია დასახლების ნაწილმა უკვე მიიღო. თუმცა არის დაურეგისტრირებელი ნაკვეთები, რომლიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია ვერ აღწერდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.