Header Ads

ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა - ლუკა ზარანდიამ სამახსოვრო პრიზი მიიღო

ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა - ლუკა ზარანდიამ სამახსოვრო პრიზი მიიღო






ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა – საქართველოს ნაკრების ახალწვეულს – ლუკა ზარანდიას სამახსოვრო პრიზი გადასცეს.







ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან და ლატვიასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, დებიუტანტებიდან მხოლოდ პოლონური გდინიას „არკას“ ფლანგის თავდამსხმელი გამოიძახა.



ლუკა ზარანდია საქართველოს ახალაგზრდული ნაკრების 22 წლის კაპიტანია და ვაისი ყურადღებას აქამდეც აქცევდა, მაგრამ ტრავმის გამოსანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა ვერ მაოხერხა. ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასაში მიმდინარე სეზონი ჩინებულად ატარებს და ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე სამჯერ დაასახელა.


ტრადიციის მიხედვით, ახალწვეულს სამახსოვრო პრიზი ნაკრების გამოცდილმა მოთამაშეებმა, ჯაბა კანკავამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გურამ კაშიამ გადასცეს.


 




 


ფოტო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.