Header Ads

სირიამ აშშ-ის კოალიცია ავიადარტყმებისას ფოსფორის გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციამ სირიის ტერიტორიაზე თეთრი ფოსფორის გამოყენებით ავიადარტყმა განახორციელა. ამის შესახებ სირიის სააგენტო SANA იტყობინება. აშშ-ში ამის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

SANA-ს წყაროს ცნობით, დარტყმები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არგუმენტით გაამართეს. ეს ქალაქ ჰაჯინთან მოხდა. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თეთრი ფოსფორის გამოყენება 1949 წლის ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმითაა აკრძალული.

7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.

შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის დაბომბვას არ ემხრობა. თურქეთის პოზიცია სამხრივი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.