Header Ads

სერბეთმა ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა

სერბეთმა ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა

სერბეთმა ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ზეწოლაა.


მთავრობის შესაბამისი განკარგულება ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.


მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში სერბეთმა ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, ბალკანეთის ამ ქვეყანაში 15 ათასი ირანელი ჩავიდა, მათი ნაწილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა და დასავლეთ ევროპაში გადავიდა. მიმდინარე წელს კი, სერბეთში თავშესაფარი 1 100-მა ირანელმა მოითხოვა.


არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი სერბეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ ბელგრადი ირანთან სავიზო რეჟიმს არ აღადგენდა.


სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.







Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.