Header Ads

უკრაინის პატრიარქი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი საბჭო უნდა გაიმართოს

უკრაინის პატრიარქი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი საბჭო უნდა გაიმართოს

უკრაინის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი საბჭო უნდა გაიმართოს. მისი თქმით, უნდა გაერთიანდეს სამი ეკლესია – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური ეკლესია. პატრიარქის თქმით, ასეთი სინოდი უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ეს იქნება ეპისკოპოსების საბჭო, სადაც ასევე მიწვეული იქნებიან რუსი ეპისკოპოსები. შემდეგ კი, გაგრძელდება ტომოსის გამოცემის პროცესი, რითაც გაგრძელდება მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიებისა და მონასტრების გაერთიანების პროცესი.


მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიის წინაშე წაიკითხა.


ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.


მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.


ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.


კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.


 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.