Header Ads

ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვის ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბრის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი თქმით, არასამთავრობოები უნდა იყოს ხიდი საზოგადოებასა და მთავრობას შორის, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში მათი მუშაობა ბოლომდე სამართლიანი არ არის და ისინი პირიქით „ცეცხლზე ნავთს ასხამენ“.

ვოლსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამბავი გაიხსენა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილს 30 თეთრი გადაურიცხეს და მის „მოღალატეობაზე“ გაუსვეს ხაზი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასამთავრობოს წევრი პირადი აზრი იყო.

ვოლსკიმ ასევე ოქუაშვილის სკანდალზეც ილაპარაკა. „ოქუაშვილის თემა შემოიტანეს წინასაარჩევნო პერიოდში. არც ჟურნალისტი არც არასამთავრობო კითხვასაც არ სვამს, 2016 წელს რაში იხდიდა ან რა უნდოდა გააკეთებინა ამ ადამიანს ამ თანხით“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 

უმრავლესობის წევრის თქმით, არასწორი იყო  ტელეკომპანია რუსთავის ორის დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება, როდესაც მან სოცქსელში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგიტაციური პოსტი გამოაქვეყნა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.