Header Ads

„ევროლიგის“ პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე იან ვესელი გახდა

იან ვესელი

„ევროლიგის“ პირველი ტურის MVP იან ვესელი გახდა. ამის შესახებ „ევროლიგის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. 

სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ცენტრმა პირველ ტურში ესპანურ „გრან-კანარიასთან“ გამართული შეხვედრა ანგარიშით 97:72 მოიგო. 

ესპანურ გუნდთან თამაშისას ჩეხმა სპორტსმენმა 19 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. შედეგად ვესელის კოეფიციენტმა 34 შეადგინა. 

პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშის კატეგორიაში მეორე პოზიცია „ჟალგირისის“ მცველ ნეით ვუოლტერსს, მესამე კი „ხიმკის“ მოთამაშე, ალექსანდრ შვედს ხვდა წილად. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.