Header Ads

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს

ერაყელი ქალის შვილი

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს. მათ აეროპორტში იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა.

ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო.

ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

საქართველოს 25 წლის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრს ერაყში საქართველოს ელჩმა, გია ტაბატაძემ მიაწოდა.

2018 წლის 23 მაისს ბაღდადის ქალთა ციხეში იუსტიციის მინისტრი პირადად მივიდა პატიმართან და მისგან მოისმინა დასტური, რომ მზადა არის, თავისი შვილები საქართველოში გამოუშვას, რისთვისაც მინისტრს დახმარება სთხოვა.

„ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ  ერაყის კანონმდებლობის მიხედვით, მალე ასაკიდან გამომდინარე, მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ბავშვების საქართველოში დაბრუნების ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებთან ერთად შ.ს. – ს შვილების ჩამოყვანაში ჩართული იყვნენ UNICEF-ისა და ICRC-ის ერაყის ოფისები.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.