Header Ads

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგა გამარჯვებით დაიწყო

კალათბურთი

ევროლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ჟალგირისი“ 87:79 დაამარცხა. შეხვედრას ლიეტუვის ქალაქ კაუნასმა უმასპინძლა.

თორნიკემ 12 ქულა, 6 ბურთის მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შედეგად შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა. 

„ბასკონიადან“ ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ გრეინჯერმა ჩააგდო. მის ანგარიშზე 15 ქულაა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე 19 ქულით „ჟალგირისის“ ნეიტ უოლტერსი გახდა. 

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ოლიმპიაკოსს“ 17 ოქტომბერს უმასპინძლებს. 

✅ Zalgirio Arena Conquered #GoazenBaskonia pic.twitter.com/gwdxJMX6DP

— Saski Baskonia (@Baskonia) October 12, 2018წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.