Header Ads

კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

კლინიკებში გრიპის ვირუსის გართულებებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მედიკოსები ამბობენ, რომ ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვეა.

ექიმების თქმით, განსაკუთრებით მომატებულია რინოვირუსები, კორონავირუსები, პარაგრიპები და სხვა რესპირატორული დაავადებები. გრიპის ვირუსის ცირკულაციის გააქტიურებას კიდევ უფრო ელოდებიან ზამთრის სეზონის ბოლომდე.

„იმისთვის, რომ მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის, საუკეთესო საშუალება ეს არის გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია, ეს არის მიღებული ოქროს სტანდარტად, ამიტომ, ახლა არის საუკეთესო პერიოდი, რადგან ვაქცინაციიდან, დაახლოებით, 3-4 კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და სასურველია ახლავე მოვემზადოთ ზამთრის სეზონური გრიპისთვის და დავიწყოთ ფიქრი ვაქცინაციაზე,“ განაცხადა პედიატრმა, მაია ჩხაიძემ.

მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.