Header Ads

ოკუპირებული აფხაზეთის „ეკლესიის მეთაური“ მოსკოვის და პატრიარქ კირილის მხარესაა

ბესარიონ აპლია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა და მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უგუნური და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებული უწოდა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

„სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქული დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად. თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან. „რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა“, - აცხადებს აპლია.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა და მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უგუნური და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებული უწოდა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

„სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქული დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად. თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან. „რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი - რუსეთის მხარესაა“, - აცხადებს აპლია.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.