Header Ads

ამერიკელი ბიზნესმენების ნაწილი საუდის არაბეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტას გეგმავს

აქცია

ბიზნესლიდერები რიჩარდ ბრანსონი და სტივ ქეისი ბიზნესმენთა კიდევ ერთი ტალღის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუდის არაბეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტას გეგმავენ. ისინი თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობას აპროტესტებენ. ამის შესახებ 'ამერიკის ხმა' წერს.

ბრანსონი, დიდი ბრიტანეთის Virgin Group-ის ლიდერია. სპეციალურ განცხადებაში მან თქვა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის დიდი იმედი ჰქონდა, ამიტომაც დათანხმდა ტურიზმის პროექტების ხელმძღვანელობას წითელი ზღვის აუზში. ბრანსონი წყვეტს ორი ტურისტული პროექტის განხორციელებას და მოლაპარაკებას კოსმოსურ პროექტებში ინვესტიციების თაობაზე.

'თურქეთში მომხდარი ამბავი თუ დამტკიცდა და ჟურნალისტი მოკლულია, ეს მოვლენა შეცვლის საუდის არაბეთთან ჩვენი, დასავლეთის დამოკიდებულებას და მათ მთავრობასთან საქმის წარმოების შესაძლებლობას,'- თქვა ბრანსონმა.

ენდრიუ სორკინმა კი, CBS-ის წამყვანმა და New York Times-ის ბიზნესის რუბრიკის წამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯამალ ჰაშაღის სავარაუდო მკვლელობის გამო, არ დაესწრება საქმიან კონფერენციას. გაზეთი კი აღარ იქნება ამ კონფერენციის სპონსორი.

ამერიკელი სენატორების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამოძიების საკითხში. ეს კი შესაძლოა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების მიმართ სანქციების საფუძველიც კი გახდეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ესაუბრა ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ. თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს, როგორი იყო მისი პოზიცია.

სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა მომხდარი ფაქტი დაგმო და ქვეყნის მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

„საუდის არაბეთის პრინცი, ტახტის მემკვიდრე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც რეფორმატორს, რომელსაც ქვეყანაში, საზოგადოებაში მეტი გახსნილობის შეტანა სურს, თუმცა რეფორმატორები არ ხოცავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს', თქვა სენატორმა. რესპუბლიკელმა სენატორმა, ბობ კორკერმა კი თქვა, რომ არსებული ცნობების შესაბამისად, ახლა ყურადღების ცენტრში სწორედ საუდის არაბეთი უნდა იყოს.

თურქული მედია საუდის არაბეთის იმ 15 მოქალაქის ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც  თვითმფრინავით ჩავიდნენ სტამბოლში იმ დღეს, როცა გაუჩინარდა ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი.  თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული თურქული გაზეთი წერს, რომ დაადგინა „მკვლელების რაზმი“, რომელსაც, გაზეთის თანახმად, დავალებული ჰქონდა საუდის არაბეთის ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოქმედება. 

2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. 

ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა. 

6 ოქტომბერს საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა თქვა, რომ საუდის არაბეთი მზადაა, თურქეთს მისცეს ნებართვა, გაჩხრიკონ გენერალური საკონსულო. შესაბამისი თხოვნით ანკარამ ერ-რიადს უკვე მიმართა

ბიზნესლიდერები რიჩარდ ბრანსონი და სტივ ქეისი ბიზნესმენთა კიდევ ერთი ტალღის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუდის არაბეთთან საქმიანი კავშირების გაწყვეტას გეგმავენ. ისინი თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობას აპროტესტებენ. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

ბრანსონი, დიდი ბრიტანეთის Virgin Group-ის ლიდერია. სპეციალურ განცხადებაში მან თქვა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის დიდი იმედი ჰქონდა, ამიტომაც დათანხმდა ტურიზმის პროექტების ხელმძღვანელობას წითელი ზღვის აუზში. ბრანსონი წყვეტს ორი ტურისტული პროექტის განხორციელებას და მოლაპარაკებას კოსმოსურ პროექტებში ინვესტიციების თაობაზე.

"თურქეთში მომხდარი ამბავი თუ დამტკიცდა და ჟურნალისტი მოკლულია, ეს მოვლენა შეცვლის საუდის არაბეთთან ჩვენი, დასავლეთის დამოკიდებულებას და მათ მთავრობასთან საქმის წარმოების შესაძლებლობას,"- თქვა ბრანსონმა.

ენდრიუ სორკინმა კი, CBS-ის წამყვანმა და New York Times-ის ბიზნესის რუბრიკის წამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯამალ ჰაშაღის სავარაუდო მკვლელობის გამო, არ დაესწრება საქმიან კონფერენციას. გაზეთი კი აღარ იქნება ამ კონფერენციის სპონსორი.

ამერიკელი სენატორების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამოძიების საკითხში. ეს კი შესაძლოა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების მიმართ სანქციების საფუძველიც კი გახდეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ესაუბრა ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ. თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს, როგორი იყო მისი პოზიცია.

სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა მომხდარი ფაქტი დაგმო და ქვეყნის მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

„საუდის არაბეთის პრინცი, ტახტის მემკვიდრე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც რეფორმატორს, რომელსაც ქვეყანაში, საზოგადოებაში მეტი გახსნილობის შეტანა სურს, თუმცა რეფორმატორები არ ხოცავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს", თქვა სენატორმა. რესპუბლიკელმა სენატორმა, ბობ კორკერმა კი თქვა, რომ არსებული ცნობების შესაბამისად, ახლა ყურადღების ცენტრში სწორედ საუდის არაბეთი უნდა იყოს.

თურქული მედია საუდის არაბეთის იმ 15 მოქალაქის ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც  თვითმფრინავით ჩავიდნენ სტამბოლში იმ დღეს, როცა გაუჩინარდა ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი.  თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული თურქული გაზეთი წერს, რომ დაადგინა „მკვლელების რაზმი“, რომელსაც, გაზეთის თანახმად, დავალებული ჰქონდა საუდის არაბეთის ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოქმედება. 

2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. 

ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა. 

6 ოქტომბერს საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა თქვა, რომ საუდის არაბეთი მზადაა, თურქეთს მისცეს ნებართვა, გაჩხრიკონ გენერალური საკონსულო. შესაბამისი თხოვნით ანკარამ ერ-რიადს უკვე მიმართა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.