Header Ads

თბლისში დიმიტრი მედვედევის ფონდის მხარდაჭერით ფორუმის ჩატარებას გეგმავენ

რუსეთი კვლავ რბილი ძალის დემონსტრირების ახდენს. ეგრეთ წოდებული პუტინის მედიაფორუმიდან ერთი თვის შემდეგ, თბილისში უკვე დიმიტრი მედვედევის ფონდის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიება გაიმართება. ორგანიზატორი „საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირია“.

ქართველი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ისევე როგორც ერთი თვის წინ, ეს ღონისძიებაც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტია.

თბილისში 5 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი დაიწყო.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის, 4 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ფორუმის სამი მონაწილე - რუსული სააგენტოს, „ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, „რუსული საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს“ ხელმძღვანელი გენადი ბორდიუგოვი და ტელეკომპანია „ენტევეს“ ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი. ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ დარიალზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, ალან კასაევს უთხრეს უარი

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.