Header Ads

ფრანკფურტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

წიგნის ბაზრობა

არა რუსულ ოკუპაციას - ქართველმა ავტორებმა და გამომცემლებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პერფორმანსით განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მათ თეთრ მაისურებზე წითელი ასოებით ეწერათ - „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“ „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“. 

აქცია პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსით დაიწყო. რომელსაც სახეზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა და საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა. წარმოდგენა საერთაშორისო მედიამ გადაიღო. 

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფრანქფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. ბაზრობა 10 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გასტანს, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი საქართველოს აქვს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.