Header Ads

ავსტრიაში ჰიტლერის ფოტოს გამო პოლიტიკოსი ციხეში ჩასვეს

ადოლფ ჰიტლერი

ავსტრიაში მემარჯვენე პოლიტიკოსს WhatsApp-ის მეშვეობით თანაპარტიელებისთვის ადოლფ ჰიტლერის ფოტოების გადაგზავნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ სასჯელიდან 16 თვე პოლიტიკოსს პირობით მსჯავრში ჩაუთვალეს, ხოლო 8 თვეს ის ციხეში გაატარებს. 

ავსტრიაში 1940 წლიდან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. ავსტრიელმა პოლიტიკოსმა თავის ნაცნობებსა და მეგობრებს კი ფოტოსთან ერთად შემდეგი შინაარსის ტექსტი გადაუგზვანა: „იძებნება 1945 წლიდან, ადოლფ გამოჩნდი, შენ სჭირდები გერმანიას“.

პოლიტიკოსის გზავნილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ბლოგერმა გამოაქვეყნა. ამის შემდეგ კი 50 წლის პოლიტიკოსით პოლიცია დაინტერესდა.

 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.