Header Ads

უკრაინაში ეკლესიების დაცვას გააძლიერებენ

უკრაინის ეკლესია

14 ოქტომბერს უკრაინაში ეკლესიების დაცვას გააძლიერებენ. უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის სერგეი იაროვის თქმით, ეკლესიების უსაფრთხოების გაძლიერება პირველ რიგში უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყებას უკავშირდება.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.