Header Ads

აჭარაში არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

ციტრუსი

აჭარაში აგროსერვის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ციტრუსის ჩაბარების საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკოორდინაციო შტაბი ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით აამოქმედა. 

შტაბმა მუშაობა დღეს დაიწყო და 1 თებერვლამდე გააგრძელებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც - 1501, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღება შეეძლება.

25 ნოემბრიდან აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. 1 კგ სამრეწველო მანდარინზე სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება, ხოლო 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.