Header Ads

კვლევა: გაუსაძლისი ტკივილით საქართველოში ათასობით ადამიანი იტანჯება და კვდება

ძლიერი ტკივილი

12 ოქტომბერს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის „შეაჩერე ტკივილი” ფარგლებში ტკივილის მართვის ექსპერტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც საქართველოში ტკივილის მართვის პრაქტიკას და ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტების მდგომარეობას ასახავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტკივილი განსაკუთრებით ხშირია დაავადების ტერმინალურ ფაზაში.

კიბოთი დაავადებული და აივ ინფექციის მქონე პაციენტთა 80%, ხოლო გულსიხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს განიცდის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილს.

ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები წარმოადგენენ ესენციურ (ძირითად), უალტერნატივო საშუალებებს ასეთი სახის ტკივილის მართვაში. მათი დახმარებით, შემთხვევათა 70-90%-ში შესაძლებელია ტკივილის ეფექტური მართვა.

მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ (WHO, 2014), საქართველოში სიკვდილიანობის 97% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებითა და ტრავმით. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 69% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 14% - ონკოლოგიურ დაავადებებზე.

ამ თემაზე სიუჟეტი „იმედის კვირაში“ მოამზადეს. როგორც ირკვევა, 2016 წელს საქართველოში 50 771 ადამიანი გარდაიცვალა. მათთგან დაავადებების ბოლო სტადიაზე ტკივილით 25 000 ადამიანი იტანჯებოდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.