Header Ads

გერმანიაში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა

ბერლინი გერმანია

ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბურ აქციაზე დასასწრებად დედაქალაქ ბერლინში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ. მათი უმეტესობა იმ ქალაქებიდან იყო, სადაც ულტრამემარჯვენეები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან.

ორგანიზატორების თქმით, ბერლინის ცენტრალურ ნაწილში გამართულ დემონსტრაციას 150 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

გერმანიაში ულტრამემარჯვენეების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. თიურინგის ამომრჩეველთა 23% ულტრამემარჯვენე პარტიას 'ანტისაიმიგრაციო ალტერანტივა გერმანიისთვის' უჭერს მხარს. 

17 სექტემბერს, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში დემონსტრაცია გაიმართა. ისინი მიგრანტების მიმართ ჰუმანური პოლიტიკის მხარდასაჭერად და რასიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

აგვისტოში, გერმანიის ქალაქ ქემნიცში, ორმა ლტოლვილმა 35 წლის გერმანიის მოქალაქე კაცი მოკლა, რასაც ქალაქში მასშტაბური კონტრაქციები მოჰყვა. მიგრანტების საწინააღმდეგო დემონსტრაციას ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური ჯგუფებიც ესწრებოდნენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.