Header Ads

სოფელ გავაზში შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა

სოფელ გავაზში შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა.


პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცმა სახლს ცეცხლი მაშინ წაუკიდა, როცა შვილი, რძალი და შვილიშვილი სახლში არ იმყოფებოდნენ.


მეზობლების განცხადებით, მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და არ გამორიცხავენ, სახლის დაწვის მიზეზი კონფლიქტი გამხდარიყო.


ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობდა, თუმცა თვითმხილველების განცხადებით, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის 90 % დაიწვა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.


როგორც პირველ არხს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



 

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.