Header Ads

მსოფლიოში მძლავრი პასპორტი დასახელდა

პასპორტები

2018 წლის Henley & Partners-ის პასპორტების ოქტომბრის ინდექსი მოწმობს, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იაპონიის პასპორტია. ამის შესახებ CNN-ი წერს

რამდენიმე დღის წინ იაპონიამ მიანმართან უვიზო მიმოსვლა დაამყარა, რითაც თავის მოქალაქეებს 190 ქვეყანაში უვოზოდ გადაადგილების საშუალება მისცა და პირველი ადგილიც დაიკავა. 189 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის უფლებით მეორე ადგილს სინგაპური იკავებს. მესამე ადგილზე 188 ქვეყნით გერმანია, საფრანგეთი და სამხრეთ კორეა არიან.

იანვარში გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 53-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან განმარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.