Header Ads

ჯაფარიძე: გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს

ზურაბ ჯაფარიძე

„გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს“, - ამის შესახებ „გირჩის“ კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს ოფიციალური განცხადების საპასუხოდ განმარტა. 

მისი თქმით, შსს-ს მუქარის მიუხედავად 20 ოქტომბერს კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში მაინც გაიმართება, სადაც კანონს მხოლოდ ის დაარღვევს. დანარჩენები კი იქ მხოლოდ გასართობად მივლენ

მან მედიასთან განმარტა, რომ კანაფის მოხმარების უფლებას მას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს და თუ შსს ამას მაიც დანაშაულად მიიჩნევს, ის 2016 წლის მსგავსად, როცა 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა, ახლაც ჩაიდენს დაუმორჩილებლობის აქტს.

დღეს „გირჩის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 20 ოქტომბერს მოძრაობა დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს გამართავს, სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება,  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით უწყებამ ამ განცხადებაზე უკვე დაიწყო საქმის გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

„გაქვთ შანსი პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს“, - ამის შესახებ „გირჩის“ კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს ოფიციალური განცხადების საპასუხოდ განმარტა. 

მისი თქმით, შსს-ს მუქარის მიუხედავად 20 ოქტომბერს კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში მაინც გაიმართება, სადაც კანონს მხოლოდ ის დაარღვევს. დანარჩენები კი იქ მხოლოდ გასართობად მივლენ

მან მედიასთან განმარტა, რომ კანაფის მოხმარების უფლებას მას საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს და თუ შსს ამას მაიც დანაშაულად მიიჩნევს, ის 2016 წლის მსგავსად, როცა 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა, ახლაც ჩაიდენს დაუმორჩილებლობის აქტს.

დღეს „გირჩის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 20 ოქტომბერს მოძრაობა დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს გამართავს, სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება,  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით უწყებამ ამ განცხადებაზე უკვე დაიწყო საქმის გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.