Header Ads

რაბათის ციხეზე პირველი რთველი გაიმართა. ფოტოკოლაჟი

რაბათის ციხე

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერასებზე გაშენებული ვენახიდან  წელს პირველი მოსავალი მიიღეს. რაბათის ციხის თანამშრომლებთან ერთად, რთველში ტურისტებიც მონაწილეობდნენ. ინფორმაციას 'სამხრეთის კარიბჭე'ავრცელებს.

ახალციხის ციხის დირექტორის, დავით ტაბატაძის თქმით, ტერასებზე მოშენებული ვაზისგან დაახლოებით 100 კილოგრამი ყურძენი მიიღეს. 

'ტერასებზე გვაქვს, როგორც საჭმელი ასევე, საღვინე ყურძენი. ის რაც საღვინეა ვწურავთ და მომავალ წელს ჩვენ სტუმრებს დავაგემოვნებინებთ', - თქვატაბატაძემ.

„ახალციხის ციხის“ პირველ ნაწილში ვენახი ხუთი წლის წინ გაშენდა. ორი წლის თავზე მოსავალს ელოდებოდნენ, თუმცა მაშინ ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა ყურძენი. 

რაბათის ციხის ტერასებზე სულ 12 ჯიშის 139 ძირი ყურძენია გაშენებული, მათ შორის არის როგორც ევროპული ჯიშები, ასვე მესხური რქაწითელი, მესხური მწვანე და სხვა.

4 ოქტომბერს 400 წლის შემდეგ აღდგენილ მესხურ ტერასებზე პირველი რთველი მოეწყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.