Header Ads

კახეთში კაცმა საკუთარი სახლი დაწვა

სახანძრო ბრიგადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა კაცმა საკუთარი სახლი იმ დროს დაწვა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, კაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ორსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.