Header Ads

Facebook-მა ასობით გვერდი და ექაუნთი წაშალა

Facebook

Facebook-მა განაცხადა, რომ 800-ზე მეტი გვერდი და ექაუნთი წაშალა. გადაწყვეტილება იმ ანგარიშებს შეეხო, რომლებიც პოლიტიკური სპამის გავრცელებით ფინანსურ სარგებელს ნახულობდნენ. ამის შესახებ BBC წერს

გამოქვეყნებულ ბლოგში, Facebook-მა განმარტა, რომ გადაწყვეტილება იმ 559 გვერდსა და 251 ექაუნთს შეეხო, რომლებიც ცდილობდნენ აუდიტორია კონკრეტულ ვებგვერდზე გადაეყვანათ, რათა ფინანსური სარგებელი ენახათ. 

მანამდე სოცქსელმა 583 მილიონი ყალბი ანგარიში დაბლოკა. Facebook-ის გადაწყვეტილებამ კრიტიკოსებიც აალაპარაკა. 

2018 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა სანდოობის მიხედვით მედიასაშუალებების დახარისხება დაიწყო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მომხმარებლის სანდოობას შეამოწმებს

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.