Header Ads

გაიგეთ, ხართ თუ არა Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი. ინსტრუქცია

Facebook

გასულ თვეში Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევა დღეს სოცქსელმა დაადასტურა და დეტალურად განმარტა თუ რა გზით უნდა გავიგოთ გავხდით თუ არა ჰაკერების სამიზნე. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ამისთვის მომხმარებელი Facebook-ის დახმარების ცენტრს ამ ბმულზე უნდა ეწვიოს. პუბლიკაციის ბოლოში განთავსებული შეტყობინება გეტყვით დაზარალდით თუ არა 25 სექტემბრის კიბერშეტევისგან და რა ტიპის ინფორმაციაა მოპარული თქვენი ანგარიშიდან. 

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ჰაკერების კიბერშეტევამ არ დააზარალა ამ ტიპის სტანდარტულ შეტყობინებას წაიკითხავს: 

თუ საქმე სხვაგვარადაა და ჰაკერები თქვენი ანგარიშიდან პირად ინფორმაციას ფლობენ ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც კონკრეტულად აღწერს თუ რა მოიპარეს კიბერთავდასხმისას. მაგალითად იქნება ეს ელ-ფოსტის მისამრთი, ტელეფონის ნომერი თუ სხვა. 

დღეს დაადასტურა სოცქსელმა, რომ ჰაკერებმა Facebook-ის 29 მილიონი ექაუნთიდან პირადი ინფორმაცია მოიპარეს. 

25 სექტემბერს ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში გატეხეს. ინფორმაცია მედიისთვის 28 სექტემბერს გახდა ცნობილი. 

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8% არის. 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.