Header Ads

როგორ გავაუქმოთ Facebook ექაუნთი. ინსტრუქცია

Facebook

თუ გადაწყვიტეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელი დატოვოთ, იქნება ეს Cambridge Analytica-ს სკანდალის თუ სექტემბერში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო, პროცედურა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა სანამ თქვენ ყველა სურათს, პოსტს და მოწონებას სამუდამოდ წაშლით მანამდე Facebook-იდან პერსონალური ინფორმაცია უნდა გადმოწეროთ. ამის შესახებ The Verge-ი წერს

Facebook ანგარიში ინდივიდთან ასოცირებულ ყველა დეტალს აერთიანებს. იქნება ეს ფოტოები, სოცქსელში აქტივობის დრო, IP მისამართები, სახის ამომცნობი ტექნოლოგია და რეკლამები, რომლითაც დაინტერესდით. 

Facebook არქივის გადმოსაწერად მომხმარებელი პარამეტრების (Settings) განყოფილებაში უნდა შევიდეს, შემდეგ კი არქივის (Download a copy of your Facebook data) გადმოსაწერად Start My Archive ღილაკს დააჭიროს. 

არქივის გადმოწერის შემდეგ მომხმარებელს უკვე ექაუნთის წაშლა შეუძლია. Facebook ანგარიშის გაუქმების შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია. 

Facebook ანგარიშის გასაუქმებლად ამ ბმულს უნდა ეწვიოთ და ღილაკს Delete My Account დააჭიროთ. 

Facebook-ი განმარტავს, რომ მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნა ანგარიშის წაშლის შესახებ ზოგჯერ რამდენიმე დღე იგვიანებს. სწორედ ამიტომ დროის ამ პერიოდში მომხმარებელი ექაუნთში განმეორებით აღარ უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა ანგარიშის გაუქმების შესახებ ანულირდება და მომხმარებელს პროცედურის გავლა კიდევ ერთხელ მოუწევს. 

სოცქსელის თქმით, მომხმარებელის ანგარიშის და მასთან ასოცირებული ყველა ინფორმაციის Facebook-იდან სრულად წაშლას 90 დღემდე პერიოდი სჭირდება. 

თუ Facebook-ის გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ, გახსოვდეთ, რომ კომპანია ისეთ პოპულარულ სერვისებს ფლობს, როგორიც Instagram-ი და WhatsApp-ი არის.  

თუ გაინტერესებთ, ხართ თუ არა Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი ამ ბმულზე უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.