Header Ads

Facebook: სოცქსელზე განხორციელებული კიბერშეტევა აშშ-ის შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდება

Facebook

Facebook-ი აცხადებს, რომ სოცქსელზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული კიბერშეტევა ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდებოდა. ამის შესახებ Engadget-ი წერს

კომპანიში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმას FBI-სთან ერთად იძიებენ. 

„ჩვენ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ვთანამშრომლობთ. უწყება მომხდარს იძიებს. განიხილება სავარაუდო ეჭვმიტანილებიც“, - განაცხადეს Facebook-ში. 

12 ოქტომბერს სოცქსელმა დაადასტურა, რომ ჰაკერებმა Facebook-ის 29 მილიონი ექაუნთიდან პირადი ინფორმაცია მოიპარეს. 25 სექტემბერს ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში გატეხეს. ინფორმაცია მედიისთვის 28 სექტემბერს გახდა ცნობილი. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა ასობით გვერდი და ექაუნთი წაშალა. გადაწყვეტილება 559 გვერდსა და 251 ექაუნთს შეეხო. 

ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ.

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

თუ გაინტერესებთ, ხართ თუ არა Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი ამ ბმულზე უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.