Header Ads

Google Translate-ის ვიზუალური თარგმნის ფუნქციას 13 ახალი უცხო ენა დაემატა

Google Translate

Google Translate-ი განახლდა. მობილურ აპლიკაციას ვიზუალური თარგმნისას დამატებით 13 უცხო ენის მხარდაჭერა დაემატა. საუბარია არაბულ, ტაილანდურ და ჰინდურ ენებზე. ამის შესხებ The Verge-ი წერს

2015 წელს Google-მა აპლიკაციაში ვიზუალური თარგმნის ფუნქცია აამოქმედა. სმარტფონის კამერითა და მისი სასურველ ტექსტთან მიახლოებისას სისტემა მოცემულობას ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის. ფუნქცია პრაქტიკულია თუ მომხმარებელი კონკრეტულ ენას არ ფლობს და მაგალითად კაფეში მენიუს ვერ კითხულობს. 

აპლიკაციის ვიზუალური თარგმნის ფუნქციას თითქმის 50-მდე უცხო ენის მხარდაჭერა აქვს. განახლება iOS და Android აპლიკაციებზე უკვე ხელმისაწვდომია. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Google Translate-ი აიფონის მომხმარებლებს ადგილობრივი აქცენტით დაელაპარაკება

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.