Header Ads

IDFI-ის ანგარიშს ოპოზიცია და მმართველი გუნდი ეხმიანება

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშს, რომელშიც წერია, რომ ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. მმართველი გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს უპირისპირებს, რომელშიც პირიქითაა ნათქვამი და ამ მიმართულებით ქვეყანას გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვს.

ანგარიშში მოხვდა „ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმეც, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

IDFI-ს ანგარიშში მოხვდნენ ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები: სოსო გოგაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ზურაბ ალავიძე და ოთარ ფარცხალაძე.

IDFI -ს ინფორმაციით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება. ორგანიზაციის ცნობით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის რეკომენდაციას აძლევს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის არაფერს ნიშნავს ეს კვლევა. როგორც კალაძე ამბობს, მისთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.