Header Ads

Microsoft-მა Bing-ის საძიებო სისტემის შედეგებს ბრძოლა გამოუცხადა

Bing

Microsoft-მა თავის საძიებო სისტემაში Bing-ი ცვილებების განხორციელება გადაწყვიტა. მიზეზი ზოგიერთ საძიებო სიტყვაზე არაადექვატური შედეგი იყო. ამის შესახებ BBC წერს

ჟურნალისტმა კრის ჰოფმანმა აღმოაჩინა, რომ სიტყვებზე Jews, Muslims და black people საძიებო სისტემა რასისტულ შედეგებს სთავაზობდა. 

მედიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Microsoft-მა ამ მიმართულებით დროული და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. 

ანალიტიკური ფირმა Statista-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში Bing-ი საძიებო სისტემა ბაზრის 24%, ხოლო Google-ი კი 63%-ს ფლობს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.