Header Ads

ამერიკელმა შერიფმა სპორტსმენზე შურისძიების გამო პატიმრები Nike-ის მაისურებში გადაიღო

არკანზასის შტატის შერიფი სკანდალში გაეხვა. გაირკვა, რომ შერიფი დაკავებულ ეჭვმიტანილებს ფოტოებს Nike-ის მაისურებში უღებდა და შემდეგ სოციალურ ქსელში ათავსებდა. ჟურნალისტებმა პოლიციელის საქციელი ფეხბურთელ კოლინ კაპერნიკის მიმართ „შურისძიებით“ ახსნეს. ინფორმაციას Fox16 ავრცელებს.

კოლინ კაპერნიკი, რომელიც Nike-ის სახე იყო, ამერიკულ სპორტში ცნობილი პროტესტის ავტორია. 2016 წელს ეროვნული ჰიმნის ჩართვისას ის ფეხზე არ წამოდგა და დაიჩოქა. ამ ფორმით მან აფროამერიკელების მიმართ პოლიციის ხისტი დამოკიდებულება გააპროტესტა. მოგვიანებით კაპერნიკის ქმედება სხვა სპორტსმენებმაც აიტაცეს და ის მასობრივ აქციად გადაიქცა, რასაც ამერიკელების ნაწილისა და მასთან ერთად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკმაყოფილებაც მოჰყვა.

Nike-მა კაპერნიკთან კონტრაქტი 2018 წელს განაახლა. კაპერნიკი კომპანიის ერთ-ერთი სახე იქნება, მათი სლოგანისა და სარეკლამო კამპანიის - Just Do It-ის 30 წლისთავზე. 

ამერიკელების ნაწილი კომპანიის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა, ბოლო დღეებში ჰეშტეგი #BoycottNike და #JustBurnIt სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული გახდა. ამერიკელები კომპანია Nike-ს პროდუქციას დემონსტრაციულად ანადგურებენ. 

შერიფმა თავი იმართლა და თქვა, რომ მის საქციელში პოლიტიკური მოტივები არ არის. „პატიმრებს მაისურები მხოლოდ იმიტომ დავურიგე, რომ გამოეცვალათ და სუფთად ყოფილიყვნენ“, - თქვა პოლიციელმა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.