Header Ads

WhatsApp-მა ინდოეთში ყალბ ამბებთან საბრძოლველად მსახიობები დაიქირავა

WhatsApp

საკომუნიკაციო მესენჯერი WhatsApp-ი ინდოეთში ყალბ ამბებთან საბრძოლველად აქტიურ კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ VentureBeat-ი წერს

კამპანიამ ციფრული სივრციდან ამჯერად რეალურ დროში გადაინაცვლა. ამისთვის Facebook-ის შვილობილმა მესენჯერმა მსახიობები დაიქირავა და ყალბი ამბების გავრცელების გზები თეატრალური აქტით აჩვენა. 

WhatsApp-მა კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მესენჯერის საშუალებით გავრცელებულმა ყალბმა ახალმა ამბებმა ლინჩის წესით გასამართლების წაახალისა. 2017 წლის იანვრიდან დღემდე ლინჩის წესით გასამართლების 70-მდე მცდელობიდან 30-ზე მეტი ინდოეთში ფატალური შედეგით დასრულდა. 

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში ყალბ ამბებთან საბრძოლველად WhatsApp-მა Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი კომალ ლაჰირი  დაიქირავა. მესენჯერის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ლაჰირს ელ-ფოსტა ე.წ. FAQ განყოფილებიდან მისწერონ. კონკრეტული საჩივრით გაგზავნილი წერილები პირდაპირ ლაჰირთან გადამისამართდება. 

ზაფხულში, ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი რავი შანკარ პრასადი ამბობდა, რომ ამ მხრივ WhatsApp-ი ვითარებას დაარეგულირებდა. 

ინდოეთში WhatsApp-ს 200-მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს. მესენჯერისთვის ეს ყველაზე დიდი ბაზარია. 

WhatsApp-ი 2009 წელს Yahoo-ს ორმა ყოფილმა თანამშრომელმა დააფუძნა. 2014 წელს აპლიკაცია Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. 

WhatsApp-ს თვეში დაახლოებით 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.