Header Ads

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია


ვერძი. ამ დღეს შესაძლოა დახმარებისათვის მეგობრებმა ან ნათესავებმა მოგმართონ. შეეცადეთ არ გააწბილოთ ისინი, ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა და ეგოიზმს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა ვერძმა განაახლოს მეგობრული კავშირი მასთან, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ეწყობოდა. ახალი პროექტი ამ დღეს მოგებას გპირდებათ.


კურო. ერთერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია ალბათობა ტრავმების, ავარიებისა და კატასტროფეებისა. თუ უკიდურეს სიფრთხილეს გამოიჩენთ, უბედურებას თავიდან აიცილებთ. სათანადოდ შეაფასეთ საკუთარი ძალები და ნუ გადააჭარბებთ. უმჯობესია ყველაფერს მომზადებული შეხვდეთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში შეძლებთ სულით არ დაეცეთ და აღმოუჩნოთ მხარდაჭერა ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.


ტყუპები. შემოსავალი დასტაბილურდება. დღეს თქვენი ინტუიცია არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი თუ საქმეები მთლად კარგად არ მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და შინაურების დამშვიდებას.


კირჩხიბი. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულის განწმენდითი პროცედურებისათვის. უარი თქვით მძიმე საკვებზე და ალკოჰოლზე. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოსალოდნელს გადააჭარბებს.


ლომი. შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსურ სფეროში, ასევე ურთიერთობებში თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან. ან როგორ იხალისებთ, როცა არც სამსახურში გაფასებენ და არც სახლში?!


ქალწული. გიყვარდეს მოყვასი შენი ესაა ამ დღის დევიზი. თუ მას შეასრულებთ, საღამოს ჯილდოსაც მიიღებთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და თვალებს.


სასწორი. პირად საქმეებში წარმატება ელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს, მაგრამ მატერიალური საკითხები მოსვენებას არ მოგცემენ. თავი შეიკავეთ ნათესავებისთვის რჩევების მიცემისაგან და ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. ნუ აიღებთ კრედიტს და ერიდეთ ძვირდღირებულ შენაძენებს. ერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენს ორგანიზმს ავნებს, განსაკუთრებით კი სპირტიანი სასმელებს.


მორიელი. დღის პირველი ნახევარი მორიელებისთვის საშიშროების შემცველია ჯანმრთელობის მხრივ. მოსალოდნელია ტრავმები და ასევე გარშმომომყოფებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისაგან. დღის მეორე ნახევარში ახალი ნაცნობობა და რომანტიკული გატაცებაა მოსალოდნელი. ამ დღეს საქმეში შეგიძლიათ მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ.


მშვილდოსანი. მერე რა თუ ოლიგარქივით მდიდარი არა ხართ?! თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ. დაიმახსოვრეთ, რომ ფულში არაა ბედნიერება. და ნუ ღელავთ დროებითი ფინანსური სირთულეები გამო, ეს მალე გაივლის.


თხის რქა. თხის რქებს პანიკა და გაურკვევლობა მოიცავს. არაა გამორიცხული, რომ დღეს ჯიბის ქურდობის მსხვერპლი გახდეთ.


მერწყული. ყველა სფეროში წარმატებული დღე გელით. დღეს შეძლებთ გადაწყვიტოთ ყველა პროფესიული საკითხი. ასევე შეძლებთ საკუთარი მატერიალური დმგომარეობის გამყარებას ან სამომავლო წარმატებისთვის საფუძველის ჩაყრას. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები. ზოგიერთი მერწყული შეხვდება ადამიანებს, რომელთაგანაც ძლიერი იმედგაცრუება ელით.


თევზები. შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტი ახლო ნათესავებთან. თუ გეჩვენებათ რომ ძალას გატანენ და გაიძულებენ რაიმე თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთოთ, დროა მშვიდად და მკაფიოდ დაიცვათ თქვენი პოზიციები. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.


წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/10/10-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.