Header Ads

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია


ვერძი

ხვალ სტრატეგია უნდა შეცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი მონდომება და „მიწოლა“ იმ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგწონთ, აუცილებლად დაგაკარგვინებთ. თქვენი რჩეული თქვენგან სითბოსა და რომანტიკას ელის და არა „ალყაში მოქცევას“ და „შტურმით აღებას“. შაბათი დღე ამ ადამიანთან სწორი მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას დაუთმეთ და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ.



კურო

ამ დღეს ცვალებად განწყობაზე ხართ ხან ზარმაცობთ, ხან გასაოცარ ენერგიას და მონდომებას ავლენთ, თუმცა, ვერც ერთ წამოწყებას ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანთ. ამის გამო, დიდხანს არ ინერვიულებთ, რადგან საღამოს ახალი საქმე გამოგიჩნდებათ ერთ-ერთი მეგობრის პირადი ცხოვრების მოწყობისთვის კუპიდონის როლის შეთავსება მოგიწევთ.



ტყუპები

შაბათი უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. რაღაც გასართობ ღონისძიებას დაესწრებით, რომელიც სოლიდურ ასაკთან ერთად, თქვენს მოუგვარებელ პრობლემასაც დაგავიწყებთ. სხვათა შორის, უკეთესი იქნება, თუ ამ პრობლემის დაიგნორებას შეძლებთ. პარადოქსია, მაგრამ ამის შემდეგ ის თავისთავად გაქრება.



კირჩხიბი

გირჩევთ, ამ დღეს სახლთან ახლოს თუ შორს მდებარე ყველა მაღაზია შემოიაროთ, რადგან ფასდაკლებით გამოტანილ უამრავ საჭირო და სასარგებლო ნივთს წააწყდებით. წარმატებულ შენაძენზე მეტად, საუკეთესო მეგობრის სტუმრობა გაგახარებთ, რომელიც შემოსვლისთანავე მოგახარებთ, რომ ადამიანი, რომელთან ქორწინებაზეც ოცნებობთ, ამჟამად თავისუფალია და მზადაა, თქვენთან ურთიერთობის აწყობა სცადოს.



ლომი

გირჩევთ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებული უახლოესი გეგმების შესახებ ახლობლებსაც არ უამბოთ. ეს გეგმები შეიძლება მხოლოდ იმიტომ ჩაგეშალოთ, რომ ერთ-ერთმა ახლობელმა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება და უნდობლობა თავზე მოგახვიოთ. ამის შემდეგ, თქვენი ოპტიმისტური შემართება სადღაც გაქრება და უფსკრულის პირას აღმოჩნდებით. ასეთ სამწუხარო დასასრულს თავიდან აიცილებთ, თუ დროებით ყველასგან განმარტოვდებით და საქმეს შეუდგებით.



ქალწული

ამ დღეს ძალიან გონებაგაფანტული და მოდუნებული ხართ, რაც დამქანცველი, მაგრამ აუცილებელი საქმეების დასრულებაში ხელს გიშლით. შაბათი განსაკუთრებული მოვლენებისა და ემოციების გარეშე ჩაივლის. ყველაფერი, რაც ამ დღეს გაგახსენებთ, სიზარმაცე და უსაზღვრო სევდაა, რომელსაც ისევ სიზარმაცის გამო არ შეეწინააღმდეგეთ.



სასწორი

საკუთარ წეს-ჩვეულებებზე უარს იტყვით. გასართობ წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც სრულიად გათავისუფლდებით ყველანაირი აკრძალვებისგან, რომლებიც ყოველთვის გიშლიდათ ხელს ემოციების გამოხატვაში. შესაძლოა, საპირისპირო სქესის ადამიანმა საქორწილო ბეჭედი მოგარგოთ და წარმოუდგენელი კომპლიმენტებით აგავსოთ. თუკი მეორე ნახევარი ან სასიყვარულო პარტნიორი არ გყავთ, ეს ადამიანი ნამდვილად დაგავიწყებთ მარტოობას.



მორიელი

ხვალ გულწრფელ საუბრებს მაქსიმალურად მოერიდებით, თანაც ნებისმიერ ადამიანთან. თქვენი მეგობრები საკუთარი მრავალრიცხოვანი უსიამოვნებებით დაგტვირთავენ და გადაწყვეტთ, რომ თქვენი დასვენების დღეები სხვების პრობლემებს არ უნდა მიუძღვნათ, გათიშავთ ტელეფონს, უარს იტყვით ინტერნეტით სარგებლობაზე და სახლში, მეორე ნახევართან ერთად, დროის რომანტიკულად გატარებას ამჯობინებთ.



მშვილდოსანი

ხვალ ახლო ნათესავებისთვის სპეციალურ ვახშამს მოაწყობთ და წვეულება ფანტასტიკურად ჩაივლის. ეს იქნება მომენტი, როდესაც მაგიდასთან ყველა თაობის წარმომადგენლები მოიყრიან თავს. უნიკალური ატმოსფერო შეიქმნება და ის ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. არ დაგავიწყდეთ ამაღელვებელი მომენტების კადრებზე აღბეჭდვა.



თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ რაციონს გადახედოთ. თუკი წონაში დაკლება გსურთ, ეს რჩევა თქვენთვის ორმაგად აქტუალურია. უარი თქვით კერძებზე, რომელთაც მაღალი კალორიულობა აქვს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი წონაში წარმატებული კლებისკენ. ყურადღება მიაქციეთ, საუბარი არ არის დიეტებზე, რომლებიც  ორგანიზმს ფიტავს, საუბარია დაბალანსებულ რაციონზე.



მერწყული

ხვალ სასიყვარულო ურთიერთობებს ახლებურად შეხედავთ. საყვარელ ადამიანთან ერთად წვეულებას დაესწრებით, სადაც გარშემომყოფები თქვენს პარტნიორს დიდ ყურადღებას დაუთმობენ. ასევე, შენიშნავთ, რომ მას ძალიან უხდება ახალი ტანისამოსი და ორივე ისე მიმზიდველად გამოიყურებით, როგორც არასდროს. სიამაყით გააცნობიერებთ, რომ იმ ადამიანის გული თქვენ გეკუთვნით, რომლის გაცნობაზეც ბევრი ოცნებობს.



თევზები

მიეცით თავისუფლება თქვენს ფანტაზიებს. შესაძლოა, რეალობა და სინამდვილე ერთმანეთში აგერიოთ და მოგეჩვენოთ, რომ ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ დაგშორდათ, თქვენთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მაგრამ თუკი ღრუბლებსა და ოცნებებში ფრენას შეეშვებით, მიხვდებით, რომ თქვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელია.


წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/archives/3983
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.