Header Ads

ბათუმში კაცმა 12 წლის გოგოს სექსუალური...

ბათუმში კაცმა 12 წლის გოგოს სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 55 წლამდე ასაკის კაცი, გარყვნილი ქმედებისთვის გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.


ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კაცმა 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.


იალქანის“ ხელმძღვანელი თეონა აბაშიძე ყვება, რომ ორგანიზაციას გოგონას დედამ მიმართა.


ბავშვის დედა ყვება, რომ გოგონა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც 55 წლამდე ასაკის კაცმა, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ავტობუსში იყვნენ სხვა არასრულწლოვნები და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც მოზარდებმა დახმარება სთხოვეს. კაცმა ავტობუსიდან ჩასვლა მოასწრო, შესაბამისად იმ წუთებში პოლიციის გამოძახება ვერ მოხერხდა. შესაბამის უწყებაში შეტყობინება მოგვიანებით ჩვენმა ორგანიზაციამ გააგზავნა ამბობს თეონა აბაშიძე.


მისივე ინფორმაციით, კაცის დაკავების შემდეგ 12 წლის გოგონა სკოლაში დაბრუნებას აპირებს.


მანამდე სასწავლო დაწესებულებაში მარტო წასვლის ეშინოდა და ითხოვდა გვერდით ვინმე თანმხლები პირი ჰყოლოდა. ამ ფაქტის გამო შეშინებული იყო და ჰქონდა ძლიერი ემოციური ფონი.


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%9b%e1%83%90-12-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a1/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.