Header Ads

ცესკო: 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა...

ცესკო: 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა...



ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოცემული დროისთვის აქტივობამ 38.8% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩეველია. 


ამომრჩეველთა 15:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 30.98%, რაც რაოდენობრივად იყო 1 085 730 ამომრჩეველი. 


დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.


დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 


პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.